დევიდ ქემერონი მემუარების წერას იწყებს. ამისთვის დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი გარემოს შექმნაც გადაწყვიტა და ბორბლებიანი ხის ქოხი იყიდა. ერთოთახიანი კონსტრუქცია მას 25 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ქოხი ძველი ღუმელითა და სავარძლებითაა აღჭურვილი. დევიდ კემერონი ამბობს, რომ ასეთი ინტერიერი მას სიმშვიდეს ანიჭებს, რაც მემუარების წერაში დაეხმარება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ავტობიოგრაფიულ წიგნის გამოცემაზე კონტრაქტი შარშან გააფორმა. მემუარები მომავალ წელს უნდა დაიბეჭდოს.