რეტრო უკრაინულად. კიეველმა ველოსიპედისტებმა უკრაინის დედაქალაქში ტრადიციული აქცია გამართეს. მათ ქალაქის ქუჩები გასული საუკუნის 40-იანი წლების კოსტიუმებით შემოიარეს. რეტრო-კრუიზში მონაწილეობას ათობით აქტივისტი იღებდა. მხიარული კრუიზი მათ ტრადიციული ჩაით დაასრულეს. რეტრო-მარათონი კიევში უკვე რამდენიმე წელია ტარდება. ის ლონდონური ტვიდ რანის ანალოგია.