ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბია გამოცადეს. ეი-ჯი-600-მა სახმელეთო ტესტირება წარმატებით გაიარა. ჩინურ ავიაგიგანტს სამუხრუჭე სისტემა და გადაადგილების ტრაექტორიის მაკორექტირებელი შეუმოწმეს. თვითმფრინავმა 180-ც გრადუსიანი ბრუნიც წარმატებით შეასრულა. ჩინური ამფიბია ხანძრების ჩასაქრობად არის განკუთვნილი. მას 20 წამში ბორტზე 12 ტონა წყლის ატანა შეუძლია.