ოლივერ სტოუნი პუტინზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ლეგენდარული რეჟისორის თქმით, სურათი ამერიკელთა თვალსაწიერს გაზრდის და რუსეთის პრეზიდენტის მოღვაწეობას სხვა კუთხით დაანახებს. სტოუნმა ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე დოკუმენტური სურათი გადაიღო. ბოლო ფილმებში მან მაიდნისა და სნოუდენის ამბები ასახა.