ევროკავშირთან მოლაპარაკება არც ისე ადვილი იქნება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. მისივე თქმით, ლონდონი ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიუსელთან ხელს არანაირ შეთანხმებას არ მოაწერს, თუ ევროკავშირიდან გასვლის პირობები არ დააკმაყოფილებს. კომპრომისებზე წასვლას არც ბრიუსელი აპირებს. ბრექსითთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ. მათ პირობა დადეს, რომ ბრექსითთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას შეინარჩუნებენ.