ტრამპმა ფილიპინების პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა. მათ ორი ქვეყნის ურთიერთობისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ნარკომაფიას როდრიგო დუტერტემ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ობამას ადმინისტრაცია მას ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში ადანაშაულებდა, რის გამოც ფილიპინების ლიდერმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში არასდროს ჩავიდოდა.