ფრანგებს არ სჯერათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან რომელიმე ქვეყნის გაერთიანებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეძლებს. სოციოლოგიური გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ჩაატარა. გამიკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა 45 პროცენტი ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამუშაო ადგილების გაზრდას არ ელის. გამოკითხვა 26-28 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს ჩატარდება.