პენ-კლუბის ნორვეგიულმა ბიურომ ედვარდ სნოუდენი სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ყოფილ ამერიკელ აგენტს ჯილდო გასულ კვირას გადასცეს, თუმცა მედიისთვის ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. სნოუდენს ვაშინგტონი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებს. ამჟამად ის თავს რუსეთს აფარებს.
ვლადიმერ კლიჩკომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა წააგო. უკრაინელი მოკრივე ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ დაამარცხა. მე-11 რაუნდში ჯოშუამ კლიჩკო ტექნიკურ ნოკდაუნში ჩააგდო. უმცროსი კლიჩკოსთვის ეს მე-5 წაგებაა, ჯოშუმ კი 19-დან 19-ვე შეხვედრა მოიგო.