თურქეთის ხელისუფლება ინტერნეტ-რესურს ვიკიპედიის დაბლოკვის მიზეზს განმარტავს. ოფიციალური ანკარის განცხადებით, ინტერნეტ-ენციკლობედიაში ისლამისტებთან თურქეთის ხელისუფლების კავშირის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ანკარამ საიტის ადმინისტრაციას ცილისმწამებლური ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ვიკიპედიის ხელმძღვანელობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.