მისურისა და ოკლაჰომაში სტიქიას ებრძვიან. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან 100-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებაც.