რომის პაპს კორეის კრიზისი აშფოთებს. საგანგებო განცხადება მან ეგვიპტიდან ვატიკანში დაბრუნებისას, თვითმფრინავში გააკეთა. პონტიფიკოსმა მხარეებს კონფლისტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. ფრანცისკე პირველის თქმით, ბევრი ქვეყანა მზადაა ამ პროცესში შუამავლის ფუნქცია შეასრულოს. ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად მან ნორვეგია დაასახელა.