მარინ ლე პენი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გამოცემა პარიზიენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ევრო მკვდარი ვალუტაა, რომელიც საფრანგეთს ტვირთად აწევს. ამიტომ, ერთიანი ევროპული ვალუტა ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უნდა გამოიყენებოდეს. ლე პენის თქმით, ევროთი მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მსხვილი კომპანიები უნდა სარგებლობდნენ.