თურქეთში საკადრო წმენდა გრძელდება. გუშინ სამსახურიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 4 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს. ისინი ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. სამსახური დატოვა იუსტიციის სამინისტროს ათასზე მეტმა თანამშრომელმა, ამდენივე სამხედრო მოსამსახურემ, ასევე, 500-მდე მეცნიერ-თანამშრომელმა.