ტრამპმა პრეზიდენტობის მეასე დღე აღნიშნა. საკუთარ მხარდამჭერებს ის პენსილვანიაში შეხვდა. თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ტრამპმა საუკუნოვანი ტრადიციაც დაარღვია და თეთრ სახლთან არსებული კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს არ დაესწრო.