სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქცია მასობრივი დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ 120-მდე აქტივისტი დააპატიმრა. აქციები, სახელწოდებით “მოგვბეზრდა” სანკტ-პეტერბურგის გარდა მოსკოვსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩატარდა. ფონდ “ღია რუსეთის” მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში მონაწილეობა ათობით აქტივისტმა მიიღო. მათ ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნებში საკუთარი კანდიდატურა აღარ დააყენოს.