„მოგვბეზრდა“ ამ სახელმწოდების აქციები დღეს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის დიდ ქალაქებში იმართება. საპროტესტო მსვლელობები მოძრაობა „ღია რუსეთის“ მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ხელისუფლებისგან დევნილმა ბიზნესმენმა მიხაილ ხადარკოვსკიმ დააფუძნა. აქციის მონაწილეები ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა აღარ დააყენოს. პეტერბურგში პოლიციამ 30-მდე აქტივისტი დააკავა.