ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში შექმნილ კრიზისზე პედრო აგრამუნტის პრეს-მდივანი ჯორჯ სოროსს აკისრებს. „ამ ყველაფრის უკან სოროსი დგას. აგრამუნტის მოწინააღმდეგეებს ის ფულს უხდის. მას ასამბლეის განადგურება სურს,“-ნათქვამია განცხადებაში. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უნდობლობა გუშინ გამოუცხადეს. მანამდე აგრამუნტს გადადგომა მოსთხოვეს, რაც მან არ გააკეთა.