2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სასცენო კოსტიუმზე დიზაინერი ლაშა ჯოხაძე იზრუნებს.
ლაშა ჯოხაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი. ჯოხაძე მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორისაა ფილმები, სერიალები და ვიდეოკლიპები.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.