ოფიციალური ვარშავა ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება. საგანგებო განცხადება პოლონეთის მთავრობის პრეს-მდივანმა გააკეთა. რაფალ ბოხენეკის თქმით, პოლონეთის წინააღმდეგ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებული განცხადება წარუმატებელი იყო. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ პოლონეთს სანქციები იმიგრანტების მიღებაზე უარის თქმისთვის უნდა დაუწესდეს.