თურქეთის სანაპიროებთან ჩაძირული რუსული გემის ეკიპაჟი სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს. შავი ზღვის ფლოტის ხომალდმა ლიმანმა კატასტროფა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს განიცადა. ის სატვირთო გემს დაეჯახა, რის შედეგადაც ჩაიძირა. ინციდენტისას გემის ბორტზე 78 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა. ისინი სანაპიროზე უსაფრთხოდ გადაიყვანეს.