ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო პედრო აგრამუნტის იმპიჩმენტის პროცედურას შეუდგა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღო, პედრო აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ აგრამუნტს აღარ აქვს უფლება ოფიციალური ვიზიტები განახორციელოს, მონაწილეობა მიიღოს რაიმე ღონისძიებაში და ასამბლეის სახელით საჯარო განცხადებები გააკეთოს.
პედრო აგრამუნტს გადადგომის შესახებ განცხადება არ წარუდგენია.