დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ სეული ტაადის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში მილიარდ დოლარს გადაიხდის. შეთანხმებას სამხრეთ კორეაში ტაადის კომპლექსის განთავსების შესახებ მხარეებმა გასულ წელს მიაღწიეს. ამერიკული სისტემების განთავსება სონჯუს პროვინციაში გუშინ დაიწყო. მიზეზი კი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე გახდა. ტაადის კომპლექსს ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია. ტრამპის განცხადებაზე კომენტარი სეულში უკვე გააკეთეს. სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ კომპლექსების განთავსებისა და ექსპლუატაციის ხარჯები ამერიკულმა მხარემ უნდა დაფაროს.