თალიბანი ავღანეთში საგაზაფხულო თავდასხმების სერიას იწყებს. ამის შესახებ ჯიჰადისტთა დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპერაცია მანსურის ფარგლებში თალიბების სამიზნე ავღანეთის უსაფრთხოებისა და კოალიციის ძალები გახდება. თალიბანი ამ დროისათვის ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებს აკონტროლებს.