გერმანიაში სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში ნიქაბების ტარებას აუკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა მიიღო. მუსლიმანური თავსაბურავის აკრძალვის ინიციატივით კანცლერი მერკელი გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. მან ღიად განაცხადა, რომ გერმანიაში ადამიანები კომუნიკაციისას სახეს არ მალავენ და რომ ადგილობრივ წესებს პატივი ყველამ უნდა სცეს.