ჩრდილოეთ კორეის ბირთვული კრიზისი სასურველია დიპლომატიური გზით გადაწყდეს, თუმცა აბსოლუტურად შესაძლებელია ფხენიანთან სერიოზული სამხედრო კონფლიქტი გვქონდეს,- ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა სააგენტო ,,როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები მზადდება.