პენტაგონმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის მიმართ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაიცით, პენტაგონმა გამოძიება ფლინის მიერ საზღვარგარეთიდან უკანონო ფულის მიღების გამო დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ფლინს უფლებამოსილება მიეღო თანხა უცხოეთის მთავრობისგან, მითუმეტეს, როცა ის 2014 წელს ამის შესახებ მკაცრად გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. ფლინს პოსტის დატოვება რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრის გამო მოუხდა, რის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მოგგვიანებით მან ის რუსული კომპანიები დაასახელა, რომლებისგანაც ჰონორარები აიღო.