საუბარი ძირითადად მშვდობიანი შეთანხმების პრობლემაზე მიდიოდა, - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სიძნო აბესთან შეხვედრა, რომელიც კურილის კუნძულებს ეხებოდა.
BBC-ის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში, როდესაც ის ორდღიანი ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა, იაპონიის პრემიერი, კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას დაეთახნმა, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ინტერესებს.
პუტინმა დაამატა, რომ რუსეთი იაპონიის მოქალაქეებს პირდაპირი რეისის ფრენების საშუალებას მისცემს, რათა მათ შეეძლონ კურილის კუნძულებზე წინაპრების სასაფლაოზე მისვლა.
იაპონიის პრემიერმა კი განაცხადა, რომ წინა წელს პუტინის ვიზიტის შემდეგ, მშვიდობიანი შეთანხმებისკენ გზა, კიდევ უფრო „დაჩქარდა“.
მედიის ინფორმაციით, გარდა კურილის კუნძულებისა, ქვეყნის ლიდერებს შორის დიდიხნიანი საუბარი ჩრდილოეთ კორეაზეც მიდიოდა.