საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში თურქეთის ქ. დუზჯეში ჩატარდა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და გამოიფინა ქართული კალიგრაფიული ნამუშევრები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე შეხვდა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ნიგარ დემირჯან ჩაქარს და ქართულ კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საელჩოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.