აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" (NAFTA) გაუქმება გადაიფიქრა.
მოქმედმა პრეზიდენტმა 23 იანვარს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება კანადასა და მექსიკასთან არსებული ვაჭრობის შეთანხმების გადახედვის შესახებ, თუმცა თეთრი სახლის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ეს შეთანხმება აღარ გაუქმდება, თუმცა მასში ცვლილებები შევა.
ცნობისთვის, NAFTA აშშ-ს, კანადასა და მექსიკას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ტრამპი მას "ყველა დროის ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებად მოიხსენიებდა".
დონალდ ტრამპმა NAFTA-ს ბედის შესახებ კანადისა და მექსიკის პრეზიდენტებთან გამართა დიალოგი. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, განახლებული ხელშეკრულება "სამ ქვეყანას უფრო ძლიერსა და უკეთესს გახდის".