მორიგი ინციდენტი საფრანგეთში. ძლიერი აფეთქების ხმა შუადღისას ქალაქ გრენობლში გაისმა. აფეთქება ადგილობრივი მაკდონალდსის რესტორანში, სავარაუდოდ საპირფარეშოში მოხდა. პოლიციამ რესტორნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.