მასობრივი არეულობები პარიზში. საარჩევნო სისტემას საფრანგეთის დედაქალაქში ასობით აქტივისტი აპროტესტებს. დემონსტრანთა ნაწილი არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონის გამარჯვებას აპროტესტებს, ნაწილი კი ეროვნული ფრონტისა და მისი ლიდერის, მარინ ლეპენის წინაარმდეგ გამოდის. დემონსტრანტთა უმრავლესობა საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან. დემონსტრაცია, ტრადიციულად, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მანიფესტანტებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინნეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.