თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი და მასტერქარდი სტატუს მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ. სტატუსის მომხმარებელი, რომელიც 2 მაისამდე მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, მოიგებს კანის 70-ე კინოფესტივალზე დასასწრებ 2 კაციან საგზურს.
ეს იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა, უნიკალური შანსი, გახდე წითელი ხალიჩის ცერემონიის მონაწილე, შეხვდე მსოფლიო ვარსკვლავებს და დაესწრო მთავარ კინოჩვენებას ფესტივალის ფარგლებში.
გამარჯვებული 5 მაისს გამოვლინდება. საგზური მოიცავს მგზავრობას 2 ადამიანზე, უმაღლესი კლასის სასტუმროში განთავსებას, კანის კინოფესტივალის ძირითად ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს და სამოსის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის შერჩევას პროფესიონალების მიერ.
კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს - წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გრანდიოზული, მნიშვნელოვანი და მასშტაბური იქნება.
კანის კინოფესტივალი - ეს არის მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც ყოველ წელს 30 000-ზე მეტი სტუმარი, კინომწარმოებლები, პროდუსერები, რეჟისორები, ვარსკვლავები ესწრებიან. ამ ცერემონიას აშუქებს დაახლოებით 4 000 ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მათ რიგებში იქნება იღბლიანი სტატუს კლიენტი, რომელსაც სწორედ ის გამოცდილება ელოდება, რაც კანის კინოფესტივალის საპატიო სტუმრებს.
დასვენება უმაღლესი კლასის სასტუმროში, კინოფესტივალის საუკეთესო მომენტების საკუთარი თვალით ნახვა და რაც მთავარია, უნიკალური შანსი შეხვდე მსოფლიო კინოვარსკვლავებს.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა არსებულ და ახალ სტატუსის მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს, ან აქციის პერიოდში ისარგებლებს მასტერქარდ სტატუს ბარათით.
* ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა არის 20 ლარი, ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში;
* ტრანზაქციაში იგულისხმება: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ოპერაცია ან e-commerce ოპერაცია;
* გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რეზიდენტი სტატუსის მომხმარებლები;
საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო. გამარჯვებულის ვინაობას 5 მაისს გავიგებთ.