საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა საარჩევნო კამპანია სამხრეთ რეგიონებში დაიწყო. ეროვნული ფრონტის ლიდერმა დღე მეთევზეებთან ერთად გაატარა. მანამდე ის პარიზის ერთ-ერთ ბაზრობას სტუმრობდა და ადგილობრივი მოვაჭრეების პრობლემებს გაეცნო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლე პენი პირველი ტურის ლიდერს, ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება. მომავალი პრეზიდენტის ვინაობა 7 მაისს გაირკვევა.