თურქეთში მასობრივ დაკავებებზე კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილთა დაკავება თურქეთის ხელისუფლების უფლებაა, თუმცა სამართლებრივი პროცესი კანონის დაცვით უნდა წარიმართოს. მორიგი სპეცოპერაცია თურქეთის პოლიციამ გუშინ ჩაატარა. სამართალდამცველებმა ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 1100 დააკავეს.