თურქეთში გამართულმა რეფერენდუმა ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „საკონსტიტუციო ცვლელებებზე გადაწყვეტილების მიღება თურქი ხალხის უფლებაა, თუმცა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დარღვევები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მრავლად გამოვლინდა. თურქეთის ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს,“-აღნიშნა მერკელმა.