ერაყის არმია მოსულის 83 პროცენტს სრულად აკონტროლებს. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა საად მაანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის დარჩენილი ნაწილის გათავისუფლებას დიდი დრო აღარ დასჭირდება. არმიის შენაერთებმა გუშინ ისლამისტებისგან კიდევ ერთი სოფელი, ალ-ტავრა გაათავისუფლეს. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო.