ამერიკულმა არტპრომოუშენ კომპანიამ Madatart New York-ის ყველაზე მსხვილ არტბაზრობაზე, ArtExpo 2017- ზე წელს ექვსი ქართველი მხატვარი წარადგინა.
მხატვრების თათია კობრეშვილის, თიკო ბახტაძის, ნანა გაგოშიძის, ეკატერინე მერაბიშვილის, ცირა ახობაძის და ლაშა ბერაიას ნამუშევრები 30 ათასამდე დამთავარიელებელმა იხილა.
როგორც პროექტის კურატორმა მარიტა დამენიამ განაცხადა წელს ArtExpo რეკორდული რაოდენობის მონაწილით გამოირჩეოდა და მის დასათვალიერებლად ერთი დღე არც კმაროდა. ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა კი განსხვავებული სტილის და უნიკალური ხელწერის გამო დიდი ყურადღება დაიმსახურა.
Madatart უკვე მეორე წელია ამერიკაში კონკრეტულად ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციით არის დაკავებული. გასულ წელს კომპანიის მიერ მანჰეტენზე გამართულ გამოფენებში 30 მდე ქართველმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ხოლო მომდევნო გამოფენა ქართველი ხელოვანების მონაწილეობით 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით Jadite Galleries ში გაიმართება . ქართველ ხელოვანებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა ამ გამოფენაში ჩაერთონ და კომპანია Madatart ს ფეისბუქგვერდზე დაუკავშირდნენ.