ლონდონი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენელ ნაწილად არ ვაღიარებთ,“-აღნიშნა ბორის ჯონსონმა.