ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი უკრაინული საიტის, „მიროტვორეცის“ შავ სიაში მოხვდა. მსახიობს ანექსირებულ ყირიმში ჩასვლასა და ოკუპანებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. საიტი იმ პირების სიას აქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებს აწყობენ. შავ სიაში ნაციონალისტებმა ცოტა ხნის წინ ვალერი ლეონტიევიც შეიყვანეს.