საბერძნეთის სასამართლომ თურქი სამხედროების ექსტრადირებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა. ანალოგიური გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ გასული წლის იანვარშიც მიიღო, თუმცა ანკარამ სამხედროების ექსტრადიცია განმეორებით მოითხოვა. სამხედრო მოსამსაურეები საბერძნეთის ტერიტორიაზე 15 ივლისის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ გადავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.