საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მომავალი მეტაური პოლიციის დაფინანსებას გაზრდის. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ელისეის მინდვრებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
„მინდა ვთხოვო ადამიანებს, რომლებსაც მალე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება გაზარდონ. ეს მათი ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია,“-აღნიშნა ოლანდმა.