კიევის მიერ ლუგანსკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ამ გადაწყვეტილებით უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი ტერიტორია კიდევ ერთხელ უარყო და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებაც დაარღვია,“-აღნიშნა პუტინის პრეს-მდივანმა.
სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებს კიევმა ენერგომომარაგება გვიან ღამით შეუწყვიტა. საკუთარ გადაწყვეტილებას უკრაინის ხელისუფლება სოლიდური დავალიანებით ხსნის.