კიევმა ლუგანსკს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა ვსევოლდ კოვალჩუკმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგომომარაგების შეწყვეტის მიზეზი სოლიდური დავალიანება გახდა, არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერები კი კიევს დონბასის იზოლაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.