ამერიკული სამხედრო წყალქვეშა ხომალდი სამხრეთ კორეის წყლებში შევიდა. ტომაჰავკის რაკეტებით აღჭურვილი საბმარინი „მიჩიგანი“ უახლოეს ხანებში ამერიკულ ესკადრას შეუერთდება, რომელსაც ავიამზიდი კარლ ვინსონი მეთაურობს. საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროებს უახლოვდება, რაზეც ფხენიანი მწვავედ რეაგირებს და ამერიკული გემების ჩაძირვით იმუქრება.