ბათუმის მერიის მხარდაჭერით ექსპერიმენტული თეატრის კიდევ ერთი სპექტაკლი დაფინანსდა. 25,26,27 აპრილს, 19:00 საათზე ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე ნანა სეფაშვილის პიესა „კონტრაქტის“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძეა.
სპექტაკლი „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ღონისძიებისთვის 10 000 ლარით გამოიყო.