მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ასაფეთქებელი მოწყობილობა კურამის პროვინციაში მიკროავტობუსთან ამოქმედდა. აფეთქებას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამდენივე მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბომბი დისტანციური მართვის პუნქტით ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.