ობამას ადმინისტრაციის საბოლოო ფორმირებას სავარაუდოდ 8 თვე მაინც დაჭირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „დღეს მოვლენები ინერციით ვითარდება. ტრამპის გუნდი ბოლომდე ფორმირებული არ არის და მასში ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრებიც რჩებიან. ახალი გუნდის ფორმირებისთვის უმცროს ბუშს 8 თვე დასჭირდა. არ მგონია, ტრამპმა ეს უფრო მალე შეძლოს,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.