პარაგვაიში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოხდა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ინკასაციის სამსახურს თავს კრიმინალური დაჯგუფების 50-მდე წევრი დაესხა. მათ დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ამის შემდეგ კი კედელი ააფეთქეს და შენობაში შეიჭრნენ. შენობიდან გასვლისას მძარცველებმა პარკინგზე ათობით მანქანა დაწვეს. ბანდიტებმა 40 მილიონი ევრო გაიტაცეს.