დაღესტანში მომხდარი აფეთქების დეტალები ცნობილი ხდება. როგორც წინასწარი ძიებით დადგინდა, ხელყუმბარა სკოლის მოსწავლემ მდინარე გადირინკში იპოვნა და თანაკლასელს მისცა. კომპიუტერულ კლუბში თამაშისას მოზარდს ხელყუმბარა დაუვარდა და აფეთქდა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.