კიევში კიდევ ერთი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. გელა ჯოშუა, იგივე გელა ტბილისკი პოლიციამ ერთ-ერთ რესტორანში იყვანა. 51 წლის ჯოშუა რუსეთის მოქალაქეა. კიევში ის გასულ წელს ჩავიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ჩაუდგა სათავეში. უკრაინის ხელისუფლება რუსეთში მისი დეპორტაციის საკითხს განიხილავს. კრიმინალურ ავტორიტეტს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას სავარაუდოდ 3 წლით აუკრძალავენ.